What We Do?

ხულო:

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღას" ხულოს ფილიალი მდებარეობს დაბა ხულოში, შავაძის ქ N3-ში. ფილიალი გაიხსნა 2019 წლის გაზაფხულზე. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოლეჯს გააჩნია უფლებამოსილება დაბა ხულოში განახორციელოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

 

  1. ინფორმაციის ტექნოლოგია;
  2. სასტუმრო მომსახურება;
  3. სატყეო საქმე;
  4. ვეტერინარია;
  5. ელექტროობა;
  6. მეფუტკრეობა

 

.

პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა შეადგენს 145-ს. ფილიალში დასაქმებულია სულ 36 ადამიანი.
ხულოს ფილიალი არის ორსართულიანი შენობა ადაპტირებული გარემოთი, სველი წერტილებით, ლიფტით, ელექტრო და ინტერნეტ კომუნიკაციებით.
ფილიალის სასწავლო ლაბორატორიები აღჭურვილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე სასწავლო ინვენტარით.

 

ბათუმი:
2017- 2019 წლებში  ფუნქციონირებდა ბათუმის ფილიალი, სადაც ხორციელდებოდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
  1. სარესტორნო მომსახურება;
  2. სასტუმრო მომსახურება;
  3. კონდიტერია;
  4. თმის სტილისტი;
  5. კულინარიის ხელოვნება.